суббота, 16 апреля 2016 г.

მეცხრე დღე


მეცხრე დღეს გავეცანით მე-8 მოდელს სადაც პრეზენტაციის გაკეთების სხვა და სხვა მოდელზე იყო საუბარი. წარმოვადგინეთ ნაშრომები მივიღეთ უკუკავშირი თრენერისგან  და კოლეგებისგან. 

მიხარია რომ მთელმა ჯგუფმა კარგად გაართვა თავი დავალებას. ავტვირთეთ ბლოგზე ცხრა დღიანი თრენინგი ჩემთვის ნამდვილად სასარგებლო და ნაყოპიერი იყო, როგორც ტექნიკური კუთხით ასევე თეორიული მასალაც ბევრი და საინტერესო იყო.პროექტზე მუშაობა  მრავლის მომცემია როგორც მასწავლებლისთვის ასევე მოსწავლეებისთვისაც , მათ მრავალმხრივ განვითარებასა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას უწყობს ხელს. მთავარია ზუსტად გაითვალისწინო სტანდარტი , საგანთა შორის კავშირი. ყოველი დეტალი მაქსიმალურად გათვალო. რას ვაკეთებ , როგორ  ვაკეთებ და რა პროდუქტი იქნება საბოლოოდ... ესაა  მნიშვნელოვანი .მადლობა ქალბატონ დიანას!
მერვე დღე 
ძალიან ნაყოპიერი და შრომატევადი იყი. ეს დღე  საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა ტექნოლოგიური და პრაქტიკული თვალსაზრისით.ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ რომელიც გამოგვადგება მუშაობის პროცესში. ვნახეთ პრეზენტაცია სსმ მოსწავლის შესახებ. შევიტანეთ გეგმებში შესწორებები სსმ მოსწავლეებთან დაკავშირებით.გავეცანით ჩეკლისტებს ვისაუბღეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.
მეშვიდე დღე  
ავტვირთეთ მოსწავლის ნაშრომები, დავათვალიერეთ ერთმანეთის ნაშრომები. დავამყარეთ უკუკავშირი და ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს მოსწავლის ნაშრომის გასაუმჯობესებლად, ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის შეფასების სისტემა.შევარჩიეთ და მოვარგეთ ჩვენ გეგმებს, გავეცანით ჩეკლისტებს, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე.




მეექვსე დღე ტრენინგის დღევანდელი დღე იყო საინტერესო და ნაყოფიერი ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენებთ ინტერნეტს ჩვენს თემაში კვლევის კოლაბორაციის და კომუნიკაციისათვის ვისაუბრებთ როგორ დაეხმარება მოსწავლლეებს მაღალი სააზროვნო უნარის განვითარებაში, განვიხილეთ მოდული ოთხი, დავათვალიერეთ მოოსწავლის გეგმის სავარაუდო ნაშრომები. დავგეგმეთ ჩვენი სავარაუდო ნაშრომის გაკეთება. ვისაუბრეთ გეგმაში პროცედურების გაწერაზე.


მეხუთე დღე
დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლე  პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტებისთვის, კომენტარების გაკეთება,სურათების ატვირთვა,განვიხილეთ უკუკავშირის რჩევების მიცემა. ტრენინგის ყოველი დღე უფრო და უფრო საინტერესოა ჩემთვის, მადლობას ვუხდი დიანას ყოველი დღისთვის!
მეოთხე დღე
ტრენინგის მე-4 დღე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ვისაუბრეთ მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტის გაკეთებაში,მოვახდინეთ შეფასების მეთოდების განხილვა და გონებრივი იერიში, ეს ყველაფერი იმედია გამომადგება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.